გაკვეთილის თემა | „ტ“ ასო-ბგერის გაცნობა. |
სწავლების საფეხური / კლასი | დაწყებითი. 1 კლასი. |
მოსწავლეთა პროფილი | 10 მოსწავლე. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არ არიან. |
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა | შეძლებენ „ტ“ ბგერის ცნობას, კითხვას, წერას. განუვითარდებათ მეტყველებისა და აზროვნების უნარი. შეძლებენ საკუთარი აზრის დასაბუთებას. |
გაკვეთილის მიზნები | · „ტ“ ბგერის გაცნობა, კითხვა, წერა, · მეტყველებისა და აზროვნების განვითარება. · საკუთარი აზრის დასაბუთება |
მიღწეული შედეგები | · მოსწავლეებმა შეძლეს სწორად წაკითხვა. · გრაფიკულად გამოსახვა. · ტესტზე მუშაობა. |
წინასწარი ცოდნა | იციან რომ არსებობს „ტ“ ასო-ბგერადა შეუძლიათ მასზე დაწყებული სიტყვების დასახელება. |
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) | აქტივობა 1. მოსწავლის გამოწვევის მიზნით ვსვამ კითხვას. -რომელი შინაური ცხოველები ვიცით რომლის სახელშიც „ტ“ ასო-ბგერაა. -დამიხასიათეთ ეს ცხოველი გარეგნულად. -შეუძლიათ თუ არა მათ სარგებლობის მოტანა? რატომ? (2წთ) თემასთან დაკავშირებით ვსვამ შეკითხვას. -დამისახელეთ „ტ“ ასო-ბგერაზე დაწყებული სიტყვები. შემდეგ ავღწერთ სურათს „თაგვები და კატა “და ვუკითხავ ი. გოგებაშვილის ამავე მოთხრობას. გრაფიკულად გამოვსახავთ სიტყვა კატას. ვააანალიზებთ გამოცანას „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ „ტ“ ბგერის არტიკულაციისათვის, მართლწარმოთქმისათვის ვავარჯიშებ ბავშვებს ენისგასატეხზე. „კატო კატო ბუტია ბატი გაგიპუტია ბატი არა ბატონო ტატოს ბატიბუტია.“ (10 წთ) ჩაღრმავების და გაგების მიზნით ვკითხულობ ტექსტს „ტ“ ბგერის შესახებ და თან ვუხსნი ბავშვებს უცხო სიტყვებს. ამის შემდეგ მოსწავლეები ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ ჯგუფურად კითხულობენ ტექსტს. მივმართავ გამოკრებით კითხვასაც. უნდა დაძებნონ და ამოიკითხონ სიტყვები, 1. რომლებიც „ტ“ ასოზე იწყება. 2. ისეთი სიტყვები რომელშიც „ტ“ ბგერა სიტყვის შუაშია. (7 წთ) ტექსტის გაგების მიზნით ვატარებ ტესტირებას ელექტრო რესურსის გამოყენებით . (ბუკით) (5 წთ) დაფაზე ვწერ „ტ“ ასო-ბგერას და ყურადღებას ვამახვილებ მის მოხაზულობაზე. ვაანალიზებ გრაფიკულად -რამდენ უჯრაში იწერება, რომელი უჯრიდან იწყება, რა ნაწილებისაგან შედგება, საიდან საით მემართება ხელი. ამის შემდეგ კამა-ბუკიდან ვაჩვენებ: -„ტ“ ბგერის წერას. -იპოვონ ასო-ბგერა „ტ“ და გააფერადონ. -ააწყონ ასო-ბგერა „ტ“. -შეადგინონ მარცვალი. (5 წთ). ამის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა ივარჯიშონ რვეულში „ტ“ ბგერის წერაზე. (4 წთ). |
შეფასების საგანი და პროცედურები | გამოყენებულია განმავითარებელი შეფასება. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ცარცი, ანბანის ხე, ელექტრო რესურსი ბუკი. საწერკალამი. |
portfolio
Wednesday, April 18, 2012
Monday, April 16, 2012
პროექტი
პროექტის სათაური: შემოდგომა სოფლად
პროექტის მიზანი: სოფლად საშემოდგომო საქმიანობის გაცნობა და მასში
პრაქტიკული მონაწილეობა.
მოსწავლეები
მონაწილეობას მიიღებენ სიმინდის მოსავლის აღების
პროცესში, დადგამენ ჩალისა
და თივის ზვინებს, დაკრეფენ
და დაწურავენ
ყურძენს, უფროსებთან ერთად
მოადუღებენ თათარას
, ამოავლებენ ჩურჩხელას, მოამზადებენ
ტბილიკვერს . დაბერტყავენ კაკალს , ჩაერთვებიან მიღებული
მოსავლის დაბინავებაში.
პარალელურად მოიძევენ და ჩაინიშნავენ ინფორმაციებს
ძველ ტრადიციებ-
თან დაკავშირებით, აგრეთვე შეაგროვებენ
ლექსებსა და სიმღერებს
შემოდგომაზე. გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალას.
ბოლოს
მოეწყობა სასკოლო გამოფენა.
პროექტის აქტუალურობა: აქტუალურია,
რადგან სამიზნე
ჯგუფი სოფლის სკოლის
მოსწავლეები არიან და
აღნიშნული თემა
მათი ოჯახების ყოველდღიურ
საქმიანობას წარმოადგენს.
სამიზნე
ჯგუფი: მერვე-მეცხრე კლასი.
რესურსები:
ერთერთი
სოციალურად დაუცველ ოჯახის ვენახისა და
ყანის ფართობი
,
საჭირო ხელსაწყოები (ხელთათმანები,
მაგრატლები, ქუდები), ტრანსპორტი , საკვები. . .
პროექტის ვადები: 2012 წლის
შემოდგომა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩურჩხელები, თათარა, ტკბილიკვერი, ყურძენი, კაკალი, სიმინდი, ჩალა, თივა;
სტენდი და ვიდეოფირი მუშაობის პროცესის ამსახველი მასალით.
სარგებელი
სხვებისათვის: დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის მოსავლის აღებაში.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ბუნება, ხელოვნება, შრომა, მუსიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ბუნება, ხელოვნება, შრომა, მუსიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
პროექტის ხელმძღვანელი: თეა კვიტაშვილი.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: Tikunia9@gmail.com
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები | მთვარე | ვარსკვლავი | მზე |
სასწავლო პროცესში ჩართულობა | არ ერთვება | ნაწილობრივ ერთვება | აქტიურადაა ჩართული |
ანალიზის და ამოცნობის უნარი | ვერ აანალიზებს და ვერ ცნობს ცხოველებს | ნაწილობრივ აანალიზებს და ცნობს ცხოველებს | შეუძლია გაანალიზოს და ამოიცნოს ყველა ცხოველი |
პრეზენტაციის უნარი | ვერ გადმოსცემს შესწავლილ მასალას | შესწავლილ მასალას გადმოსცემს ნაწილობრივ | ფლობს შესწავლილ მასალას და კარგად წარმოადგენს |
ჯგუფური მუშაობა | არ არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში | ნაწილობრივ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში | აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში |
კრიტერიუმები | მთვარე | ვარსკვლავი | მზე |
სასწავლო პროცესში ჩართულობა | არ ერთვება | ნაწილობრივ ერთვება | აქტიურადაა ჩართული |
ანალიზის და ამოცნობის უნარი | ვერ აანალიზებს და ვერ ცნობს ცხოველებს | ნაწილობრივ აანალიზებს და ცნობს ცხოველებს | შეუძლია გაანალიზოს და ამოიცნოს ყველა ცხოველი |
პრეზენტაციის უნარი | ვერ გადმოსცემს შესწავლილ მასალას | შესწავლილ მასალას გადმოსცემს ნაწილობრივ | ფლობს შესწავლილ მასალას და კარგად წარმოადგენს |
ჯგუფური მუშაობა | არ არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში | ნაწილობრივ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში | აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში |
კრიტერიუმები | მთვარე | ვარსკვლავი | მზე |
სასწავლო პროცესში ჩართულობა | არ ერთვება | ნაწილობრივ ერთვება | აქტიურადაა ჩართული |
ანალიზის და ამოცნობის უნარი | ვერ აანალიზებს და ვერ ცნობს ცხოველებს | ნაწილობრივ აანალიზებს და ცნობს ცხოველებს | შეუძლია გაანალიზოს და ამოიცნოს ყველა ცხოველი |
პრეზენტაციის უნარი | ვერ გადმოსცემს შესწავლილ მასალას | შესწავლილ მასალას გადმოსცემს ნაწილობრივ | ფლობს შესწავლილ მასალას და კარგად წარმოადგენს |
ჯგუფური მუშაობა | არ არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში | ნაწილობრივ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში | აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში |
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა | ჩვენი ოთხფეხა „მეგობრები“ |
სწავლების საფეხური/ კლასი | დაწყებითი. 1 კლასი. |
მოსწავლეთა პროფილი | კლასსში 10 მოსწავლეა. გასაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის. |
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა | შეძლებენ ცხოველების კლასიფიკაციას, რაც დაეხმარება ბავშვებს ცხოველებთან ურთიერთობაში. წინარე ცოდნაში თუ ზოგადად იყო საუბარი ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე, ამ გაკვეთილზე უფრო კონკრეტულად გაეცნობიან ცოცხალი ბუნების წარმომადგენლებს. |
გაკვეთილის მიზნები | · შეძლონ შინაური ცხოველების ამოცნობა, დასახელება და გარკვეული ნიშან-თვისებებით მათი ერთმანეთისაგან გარჩევა. |
მიღწეული შედეგები | ბუნ. 1.2. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნებით. · მოსწავლეები აჯგუფებენ შინაურ და გარეულ ცხოველებს, აღწერენ მათ მსგავს და განმასხვავებელ ნიშნებს. · ჩამოუყალიბდათ ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა: დაკვირვება, მეხსიერება, კონცენტრაცია, პასუხისმგებლობა, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. · გასაგები იყო ყველასათვის. |
წინასწარი ცოდნა | ბავშვები ზოგადად იცნობენ ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას. |
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო) | 1. აქტივობა. პრეზენტაცია: ცხოველების გასაცნობად გამოვიყენებ კომპიუტერს (სლაიდებს) (12-15 წთ) მოსწავლეებმა სლაიდებიდან უნდა გამოარჩიონ მხოლოდ შინაური ცხოველები (ძუძუმწოვრები). დაფაზე ვხაზავ T დიაგრამას, ერთი ნაწილი განკუთვნლია შინაური ცხოველების ჩამონათვალისათვის, მეორე კი გარეული ცხოველებისათვის. შემდეგ ვავსებთ დიაგრამას და შესაბამის სვეტში ვწერთ ცხოველთა ჩამონათვალს. 2 აქტივობა. (8-10 წთ) თაბახის ფურცლებზე ხატია შემდეგი ცხოველები: ძაღლი, კატა, ცხენი, ღორი, ვირი, ძროხა, თხა და ცხვარი. ქვემოთ აქვს წარწერა შინაური ცხოველები, გარეული ცხოველები, ვთხოვ ბავშვებს წყვილებში დაათვალიერონ ეს სურათები და წაიკითხონ წარწერები, ერთობრივად იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება: რომელიც ამ ცხოველებისათვის შესაფერისად მიაჩნიათ ის წარწერა დატოვონ, მეორე კი გადახაზონ. შემდეგ უნდა გააფერადონ ეს ცხოველები. 3. აქტივობა (5-6წთ) შინაური ცხოველების სურათებზე მოსწავლეები რამდენიმე დავალებას ასრულებენ. ისინი მუშაობენ წყვილებში. მოსწავლეები მორიგეობით აჩვენებენ კლასს ყველა ამ ცხოველის სურათს, წყვილები კი აჯგუფებენ: 1.ცხოველებს, რომლებიც ჭამენ ბალახს. 2.ცხოველებს , რომლებიც ჭამენ ხორცს. 3.ცხოველებს, რომლებსაც აქვთ ბრჭყალები 4.ცხოველებს, რომლებსაც აქვთ რქები და ჩლიქები. 4. აქტივობა (4 წთ) წიგნში ხატია რამდენიმე შინაური ცხოველი და იქვე ცალკე წერია სიტყვები: ჭიხვინებს, კნავის, ღრუტუნებს. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ, რომელი ცხოველის ხმიანობას, რომელი სიტყვა შეესაბამება და ხაზებით დაუკავშირონ. გაკვეთილის შეჯამება 5 დამატებითი აქტივობა. მოძეული მაქვს ცხოველთა ხმების ჩანაწერი, ვასმენინებ სათითაოდ მოსწავლეებს და მათ უნდა ამოიცნონ რომელი ხმა რომელ ცხოველს ეკუთვნის. |
შეფასების საგანი და პროცედურები | ამ გაკვეთილზე გამოყენებულია განმავითარებელი შეფასება და კომენტარები. გამოყენებულია დაკვირვების მეთოდი. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | წიგნი,ფერადი ფანქრები, კომპიუტერი, ქსეროქსი, თაბახის ფურცელი, ცარცი, დაფა. |
Subscribe to:
Posts (Atom)