Wednesday, April 18, 2012


გაკვეთილის  თემა„ტ“  ასო-ბგერის  გაცნობა.
სწავლების  საფეხური / კლასიდაწყებითი.        1  კლასი.
მოსწავლეთა  პროფილი10  მოსწავლე.  განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  ბავშვები  არ  არიან.
გაკვეთილის  მნიშვნელობა/ აქტუალობაშეძლებენ  „ტ“  ბგერის  ცნობას,   კითხვას,  წერას.  განუვითარდებათ  მეტყველებისა  და  აზროვნების   უნარი.   შეძლებენ  საკუთარი  აზრის  დასაბუთებას.
გაკვეთილის  მიზნები·         „ტ“  ბგერის  გაცნობა, კითხვა, წერა,
·         მეტყველებისა  და  აზროვნების  განვითარება.
·         საკუთარი  აზრის  დასაბუთება
მიღწეული  შედეგები·         მოსწავლეებმა  შეძლეს  სწორად  წაკითხვა.
·         გრაფიკულად  გამოსახვა.
·         ტესტზე  მუშაობა.
წინასწარი  ცოდნაიციან  რომ  არსებობს   „ტ“  ასო-ბგერადა შეუძლიათ  მასზე  დაწყებული  სიტყვების დასახელება.
თანმიმდევრობა  (აქტივობა  და  დრო)აქტივობა   1.    მოსწავლის  გამოწვევის  მიზნით  ვსვამ  კითხვას.
-რომელი  შინაური  ცხოველები  ვიცით  რომლის  სახელშიც  „ტ“  ასო-ბგერაა.
-დამიხასიათეთ  ეს  ცხოველი  გარეგნულად.
-შეუძლიათ  თუ  არა  მათ  სარგებლობის  მოტანა?  რატომ?               (2წთ)
თემასთან  დაკავშირებით  ვსვამ  შეკითხვას.
-დამისახელეთ  „ტ“  ასო-ბგერაზე  დაწყებული  სიტყვები.  შემდეგ  ავღწერთ  სურათს   „თაგვები  და  კატა  “და
ვუკითხავ   ი.  გოგებაშვილის  ამავე  მოთხრობას.
გრაფიკულად  გამოვსახავთ  სიტყვა  კატას.
ვააანალიზებთ  გამოცანას   „ტყუილს  მოკლე  ფეხები  აქვს“
„ტ“  ბგერის  არტიკულაციისათვის,  მართლწარმოთქმისათვის  ვავარჯიშებ  ბავშვებს  ენისგასატეხზე.
„კატო  კატო  ბუტია
ბატი  გაგიპუტია
ბატი  არა  ბატონო
ტატოს  ბატიბუტია.“     (10  წთ)

ჩაღრმავების   და   გაგების  მიზნით   ვკითხულობ  ტექსტს  „ტ“  ბგერის  შესახებ  და  თან  ვუხსნი  ბავშვებს  უცხო  სიტყვებს.
ამის  შემდეგ  მოსწავლეები   ჯერ  ინდივიდუალურად   და  შემდეგ   ჯგუფურად  კითხულობენ  ტექსტს.  მივმართავ  გამოკრებით  კითხვასაც.  უნდა  დაძებნონ  და  ამოიკითხონ  სიტყვები,     1.  რომლებიც  „ტ“  ასოზე  იწყება.
2.  ისეთი  სიტყვები    რომელშიც    „ტ“  ბგერა   სიტყვის  შუაშია.         (7  წთ)
ტექსტის  გაგების  მიზნით  ვატარებ  ტესტირებას  ელექტრო  რესურსის  გამოყენებით   .  (ბუკით)      (5  წთ)
დაფაზე  ვწერ  „ტ“  ასო-ბგერას  და  ყურადღებას  ვამახვილებ  მის  მოხაზულობაზე.  ვაანალიზებ  გრაფიკულად
-რამდენ  უჯრაში  იწერება,  რომელი  უჯრიდან  იწყება,  რა  ნაწილებისაგან  შედგება,  საიდან  საით  მემართება  ხელი.
ამის  შემდეგ   კამა-ბუკიდან  ვაჩვენებ:
-„ტ“  ბგერის  წერას.
-იპოვონ  ასო-ბგერა „ტ“  და  გააფერადონ.
-ააწყონ  ასო-ბგერა  „ტ“.
-შეადგინონ  მარცვალი.  (5 წთ).
ამის  შემდეგ  მოსწავლეებმა  უნდა  ივარჯიშონ  რვეულში  „ტ“  ბგერის  წერაზე.  (4 წთ).

შეფასების  საგანი  და  პროცედურებიგამოყენებულია  განმავითარებელი  შეფასება.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსებიწიგნი,  რვეული,  დაფა,  ცარცი,  ანბანის  ხე,  ელექტრო  რესურსი  ბუკი. საწერკალამი.

No comments:

Post a Comment