Monday, April 16, 2012

გაკვეთილის გეგმა














გაკვეთილის   თემაჩვენი  ოთხფეხა  „მეგობრები“
სწავლების   საფეხური/  კლასიდაწყებითი.    1  კლასი.
მოსწავლეთა  პროფილიკლასსში  10  მოსწავლეა.  გასაკუთრებული  საჭიროების  მქონე  მოსწავლე  არ  არის.
გაკვეთილის  მნიშვნელობა / აქტუალობაშეძლებენ  ცხოველების  კლასიფიკაციას,  რაც  დაეხმარება  ბავშვებს  ცხოველებთან  ურთიერთობაში.  წინარე  ცოდნაში თუ  ზოგადად  იყო  საუბარი  ცოცხალ  და   არაცოცხალ  ბუნებაზე,  ამ  გაკვეთილზე  უფრო  კონკრეტულად  გაეცნობიან  ცოცხალი  ბუნების  წარმომადგენლებს. 
გაკვეთილის  მიზნები·      შეძლონ  შინაური   ცხოველების  ამოცნობა,  დასახელება  და გარკვეული  ნიშან-თვისებებით  მათი   ერთმანეთისაგან  გარჩევა.
მიღწეული  შედეგებიბუნ. 1.2.  მოსწავლეს  შეუძლია  აღწეროს  ორგანიზმები  გარეგნული  ნიშნებით.
·      მოსწავლეები  აჯგუფებენ   შინაურ  და  გარეულ  ცხოველებს,  აღწერენ  მათ  მსგავს და განმასხვავებელ  ნიშნებს.
·      ჩამოუყალიბდათ  ისეთი  უნარ-ჩვევები  როგორიცაა: დაკვირვება, მეხსიერება, კონცენტრაცია, პასუხისმგებლობა, ინტერესი  და  ცნობისმოყვარეობა.
·      გასაგები  იყო  ყველასათვის.
წინასწარი  ცოდნაბავშვები   ზოგადად  იცნობენ  ცოცხალ  და   არაცოცხალ  ბუნებას. 
თანმიმდევრობა  (აქტივობა  და  დრო)    1.     აქტივობა.
     პრეზენტაცია:  ცხოველების  გასაცნობად  გამოვიყენებ  კომპიუტერს  (სლაიდებს) (12-15 წთ)  მოსწავლეებმა  სლაიდებიდან  უნდა  გამოარჩიონ  მხოლოდ  შინაური  ცხოველები (ძუძუმწოვრები).
დაფაზე   ვხაზავ  T  დიაგრამას,  ერთი  ნაწილი  განკუთვნლია  შინაური  ცხოველების  ჩამონათვალისათვის,  მეორე  კი  გარეული  ცხოველებისათვის.
შემდეგ  ვავსებთ  დიაგრამას  და  შესაბამის  სვეტში  ვწერთ  ცხოველთა  ჩამონათვალს.
2   აქტივობა.  (8-10 წთ)
თაბახის  ფურცლებზე  ხატია  შემდეგი  ცხოველები:  ძაღლი, კატა, ცხენი, ღორი, ვირი, ძროხა, თხა და  ცხვარი.  ქვემოთ  აქვს  წარწერა  შინაური  ცხოველები, გარეული  ცხოველები, ვთხოვ  ბავშვებს  წყვილებში  დაათვალიერონ  ეს  სურათები  და  წაიკითხონ  წარწერები,  ერთობრივად იმსჯელონ   და  მიიღონ  გადაწყვეტილება:  რომელიც  ამ  ცხოველებისათვის  შესაფერისად  მიაჩნიათ  ის წარწერა   დატოვონ, მეორე კი  გადახაზონ.
შემდეგ  უნდა  გააფერადონ  ეს   ცხოველები.
3.  აქტივობა  (5-6წთ)
შინაური  ცხოველების   სურათებზე  მოსწავლეები  რამდენიმე  დავალებას  ასრულებენ.  ისინი  მუშაობენ  წყვილებში.
მოსწავლეები   მორიგეობით  აჩვენებენ  კლასს  ყველა ამ  ცხოველის   სურათს, წყვილები  კი  აჯგუფებენ:
   1.ცხოველებს, რომლებიც  ჭამენ  ბალახს.
  2.ცხოველებს , რომლებიც  ჭამენ  ხორცს.
   3.ცხოველებს,  რომლებსაც  აქვთ  ბრჭყალები
4.ცხოველებს, რომლებსაც   აქვთ  რქები და ჩლიქები.


4.   აქტივობა  (4 წთ)
       წიგნში  ხატია  რამდენიმე  შინაური  ცხოველი  და  იქვე  ცალკე  წერია  სიტყვები: ჭიხვინებს, კნავის, ღრუტუნებს. მოსწავლეებმა   უნდა  ამოიცნონ,  რომელი  ცხოველის  ხმიანობას, რომელი  სიტყვა შეესაბამება  და ხაზებით  დაუკავშირონ.
გაკვეთილის  შეჯამება
   5  დამატებითი  აქტივობა.
მოძეული   მაქვს   ცხოველთა  ხმების  ჩანაწერი,  ვასმენინებ  სათითაოდ  მოსწავლეებს  და  მათ  უნდა  ამოიცნონ  რომელი  ხმა  რომელ  ცხოველს  ეკუთვნის.

შეფასების  საგანი  და  პროცედურებიამ   გაკვეთილზე  გამოყენებულია   განმავითარებელი  შეფასება  და  კომენტარები.
გამოყენებულია  დაკვირვების  მეთოდი.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური რესურსებიწიგნი,ფერადი  ფანქრები, კომპიუტერი, ქსეროქსი, თაბახის  ფურცელი, ცარცი,  დაფა.


გაკვეთილის გეგმა
 

No comments:

Post a Comment